Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
76

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90%  ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაკეთებული არჩევანით კმაყოფილია.

მეორე ტურში არჩევნების დღეს გაკეთებული არჩევანით კმაყოფილია გამოკითხულთა 87%, ხოლო უკმაყოფილოა 11%.

მეორე ტურში გამოკითხულთა 33%-მა უფრო ვიღაცის წინააღმდეგ მისცა ხმა ვიღაცის სასარგებლოდ, 62-მა პროცენტმა კი კითხვას უარყოფითად უპასუხა.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გამოკითხულთა უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გაკეთებული არჩევანით კმაყოფილია – NDI

76
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
76
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული