Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1235

პარიზში მსოფლიოში ყველაზე დიდი, ყველაზე მდიდარი და ისტორიული სავაჭრო ცენტრებია. მათგან გამორჩეული გალერეა ლაფაიეტია, რომელიც მნახველს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, აღაფრთოვანებს. გალერეა განსაკუთრებით ლამაზია საშობაოდა.

წელს, გალერეა თავისი არსებობის მანძილზე პირველად, ვიზიტორებს საციგურაო მოედანსაც შესთავაზებს, რაც წინასაახალწლოდ ნამდვილად დიდი სიურპრიზია. პარიზის სტუმრებს, რომლებიც გალერეა ლაფაიეტესაც მოინახულებენ საშუალება ექნებათ საციგურაო მოედნით დატკბნენ.

გალერეა ლაფაიეტის სახურავზე, საციგურაო მოედანი გაიხსნა.

წარმოიდგინეთ, უზარმაზარი გალერიის თავზე ყინულზე სრიალებთ, ეიფელის კოშკისა და პარიზის ოპერის ფონზე. საოცარია! მოედანი სულ 160მ²-ია და ადგილზე ყველა ასაკის მსურველი დაიშვება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საციგურაო მოედნით სარგებლობა უფასოა, მსურველებს სრიალი მათთვის სასურველ დროს, 10-დან 8 საათამდე შეუძლიათ.

გალერეა ლაფაიეტი – პარიზის ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრი და გამორჩეული ღირშესანიშნაობაა.

ლაფაიეტის არტ ნუვოს სტილის მინის გუმბათი თავისი სილამაზით ყველა მნახველს ნუსხავს.

1912 წელს შექმნილი გუმბათი 43 მეტრის სიმაღლეზეა, ყვავილის ფორმა აქვს და 10 ნაწილად იყოფა.

საინტერესოა ისიც, რომ საუკუნის წინ ვაჭრობა ლაფაიეტში მთლიანად ფრანგულ ტექსტილზე იყო დამოკიდებული. გუმბათის თითოეული ნაწილი საფრანგეთის    ტექსტილის მწარმოებელი ქალაქების სიმბოლოა. ლიონში აბრეშუმს აწარმოებდნენ, ამიენში – ხავერდს..

 

გალერეა ლაფაიეტში უამრავ ძვირადღირებულ ბრენდს წააწყდებით, მათ შორის: Dior, CHANEL, Lancôme, BALENCIAGA, CÉLINE, Louis Vuitton, Prada…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გალერეა ლაფაიეტის სახურავზე საშობაოდ საციგურაო მოედანი გაიხსნა

1235
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1235
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული