Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
97

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომა 4 ნოემბერს გამართა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5 %-მდე გაზარდა.

როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკი გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აგრძელებს.

“მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე,”- განაცხადეს ეროვნულულ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა იმ სესხებზე პროცენტის ზრდას იწვევს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გაძვირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები ხვალ გახდება ცნობილი

97
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
97
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული