Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
464

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე ცხედარი იპოვეს. გვამი ადგილობრივებმა შენიშნეს და მაშველებს შეატყობინეს.

როგორც „მთის ამბები“ წერს, დაახლოებით 2 საათის წინ, ცხედარი დრონის საშუალებით დაათვალიერეს, რადგან ადიდებული წყლის გამო, მდინარის მეორე მხარეს გადასვლას ჯერ ვერ ახერხებენ. ინფორმაცია მედიას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მაცაცო ნარიმანიძემაც დაუდასტურა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფშავში მეორე დღეა მხოლოდ ერთ ადამიანს, დაკარგულ ტურისტს ეძებს, რომელიც გუშინ, 26 ივნისს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ხევიდან გამოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე არაგვში გაიტაცა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა თვითმხილველმა შოთა ჭინჭარაულმა გაავრცელა. წინასწარი ინფორმაციით, ტურისტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ფშავში, მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს

464
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
464
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული