საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, „კანის“ 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა, რომელიც 17 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
წითელ ხალიჩაზე არაერთი დასამახსოვრებელი „ლუქი“ ვიხილეთ. გახსნაზე მოდელი, ბელა ჰადიდი მართლაც გამორჩეულად გამოიყურებოდა, მას „ჟან პოლ გოტიეს“ შავ-თეთრი კაბა ეცვა.
[related_news id=”546266″ align=”left”]
სულ ცოტა ხნის წინ 24 წლის მოდელი კვლავ გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, მისმა „ლუქმა“ ფესტივალის ყველაზე დასამახსოვრებელი იმიჯის ტიტული მოიპოვა. მას „სკიაპარელის“ შავი კაბა ამშვენებდა, რომელსაც გულ-მკერდი სრულად მოშიშვლებული ჰქონდა, მკერდს მხოლოდ ოქროსფერი ყელსაბამი უფარავდა.