13 ნოემბერს, დიუსელდორფში, MTV Europe Music Awards გაიმართა. დაჯილდოების 28 წლიანი ისტორიის განმავლობაში, შოუს გერმანიამ მეექვსედ უმასპინძლა.

[related_news id=”797472″ align=”left”]
ღონისძიებას, ისტორიულ ფაქტებთან ერთად, მოულოდნელობების გარეშე არ ჩაუვლია. საღამოზე პირველად გაიცა ჯილდო ,,საუკეთესო გრძელქრონომეტრაჟიანი ვიდეოსა” და ,,საუკეთესო პერფორმანსისთვის მეტავერსში“. ხელახლა შემოიღეს ,,საუკეთესო R&B შემსრულებლისა” და ,,საუკეთესო ლაივის” ნომინაციები.
ჰარი სტაილზს მხოლოდ 1 ჯილდო მიანიჭეს. ის დაჯილდოებას ყველაზე მეტი – 7 ნომინაციით ლიდერობდა.
ორი ჯილდო გადასცეს დევიდ გეტასაც. ის ,,საუკეთესო ელექტრონული არტისტისა” და ,,საუკეთესო კოლაბორაციის” კატეგორიებში დააჯილდოვეს. ეს უკანასკნელი მან Bebe Rexha-სთან დუეტისთვის – I’m Good (Blue) მიიღო. შოუ სწორედ ამ კოლაბით გაიხსნა.
MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულები ხმის მიცემის პრინციპით ხალხმა გამოავლინა. ხმის მიცემა საქართველოდანაც შესაძლებელი იყო. შოუზე რეგიონალურ ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.