Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
294

„გარდენიას“ მფლობელმა ზურა შევარდნაძემ მსახიობ მერაბ ნინიძეს უმასპინძლა.

ამის შესახებ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს და მსახიობის ფოტოსაც გვიზიარებს.

„ვინ არ ისურვებდა მასთან საუბარს, მის მოსმენას, ვინ არ იქნებოდა გახარებული მისი მასპინძლობით?

ერთნაირი გატაცებით ჰყვება, ჰამბურგზე, ბერლინზე, ვენაზე,ბრიტანეთზე, ამერიკაზე, გურიაზე, ჩოხატაურზე და ნაგომარზე.

ოზურგეთში ახალგაზრდებს, მოწაფეებს შეხვედრია და გადარეულია მათი ინტერესებით, გონიერებით, აზროვნებით. მოკრძალებული გეგმებიც გაგვანდო იქაურობასთან დაკავშირებული, გახარებულია.

უსაზღვრო ნიჭიერებასთან ერთად არიგებს სიყვარულს, რომლითაც მთლად სავსეა.

შევთანხმდით და საბოლოოდ დავადგინეთ)) რომ ეს ერთიფცქილა, საწყალი ქვეყანა იმდენ ნიჭიერ ადამიანს აჩენს და ზრდის რამდენსაც დიდი, მდიდარი ქვეყნები ვერ ახერხებს. სულ სტუდენტებზე, ნიჭიერებაზე, ანთებულ თვალებზე, დიდ უსაშველოდ დიდ გულზე და გულიანობაზე ლაპარაკობს.

მისი შემხედვარე, მისი მსმენელი, ბრუვდები, გავიწყდება ყველა საწუხარი, სიხარულით, იმედით და ბედნიერებით იჟღინთები ადამიანი,“ – წერს ზურა შევარდნაძე.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ფოტო: „უსაზღვრო ნიჭიერებასთან ერთად არიგებს სიყვარულს, რომლითაც სავსეა“ – ზურა შევარდნაძემ მერაბ ნინიძეს უმასპინძლა

294
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
294
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული