Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
66

ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ამერიკელი ბლოგერი ბანგკოკის სიახლოვეს მდებარე ერთ–ერთ სოფელს ესტუმრა. დასახლების მთავარი ღირსშესანიშნაობა უზარმაზარი მუზეუმია, სახელად Scrap Metal Art Thailand. მუზეუმში ცნობილი საავტომობილო ბრენდების მოდელები ნატურალურ ზომებშია აწყობილი და იქვეა უზარმაზარი რობოტები, ასევე ჯართისგან შექმნილი.

ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმის ტერიტორიაზე სეირნობის დროს ბლოგერი „ტრანსფორმერებსა და ტერმინატორებს“ გადააწყდა. ყველა სკულპტურა იმდენად დეტალებშია შესრულებული, რომ თითქოს სულ რამდენიმე წამის წინ ჩამოვიდა კონვეიერიდან.

ცოტა უფრო შორს წასვლის შემდეგ ვიდეოს ავტორი Mercedes 300SL-ის რეპლიკასაც პოულობს, წინა საუკუნის ლეგენდა რკინის პატარ–პატარა დეტალებისგანაა აწყობილი. იგივე სტილში იყო შექმნილი Ferrari 250 GTO-ს ასლიც, რომლის კაპოტ ქვეშაც იმპროვიზირებული ძრავი იყო განთავსებული.

უჩვეულო მუზეუმის მთავარი სიახლე Bugatti Chiron–ის რეპლიკაა, რომელიც ცისფერ ფერშია შესრულებული. ბლოგერმა იქვე Chiron–ის სხვა ასლიც აღმოაჩინა, რომელიც ჯერ ისევ აწყობის პროცესშია. ერთი შეხედვით მთელი მუზეუმი ლეგოს დიდ სათამაშოებს გავს.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ექსპონანტები იყიდება კიდეც. მაგალითაც, Bugatti Chiron–ის მეტალის ვერსიის შეძენა 30 ათას დოლარადაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
66
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
66
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული