ბარბარა სამხარაძეს გულშემატკივრებმა ვარდები მიართვეს. მომღერალი ფოტოებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
შეგახსენებთ, რომ ბარბარას სიმღერამ Ocean Side YouTube-ზე ერთი თვის განმავლობაში 1 400 000 ნახვა დააგროვა.
„სიმღერა OCEAN SIDE არ იყო კომერციული მოგებისთვის გათვლილი.
ეს იყო ჩემი გულის და სულის ამოძახილი, რომელსაც მეგონა ერთეულები აღიქვამდნენ.
მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი!
ჩემმა პირველმა სიმღერამ, მხოლოდ სამ კვირაში შეძლო მილიონი ნახვის დაგროვება.
მადლობა! ეს ყველაფერი ერთად შევძელით”, – წერს ბარბარა სამხარაძე.

