კომპანია Haval–ის ხაზში ყველაზე იაფფასიანი მოდელი – კროსოვერი M6 – განახლდა და თან გაძვირდა. ცვლილებები საკმაოდ სერიოზულია: შეიცვალა ბამპერი, ოპტიკა, კაპოტი, რადიატორის ბადე. მთლიანად განახლდა სალონიც. ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ მოდელის საწყისი ღირებულება 14%–ით მაინც გაიზრდება და ჩინეთში 75 ათასი იუანი გახდება.
Haval M6 საკმაოდ მოზრდილი კროსოვერია, რომლის გაბარიტებიც Nissan X-trail–ის ზომისაა.
მარტივი კონსტრუქციის და შედარებით ნაკლები ოფციების დამსახურებით Haval მოდელის ფასს 10 ათას დოლარზე ინარჩუნებდა, როცა სხვა Haval–ები მინიმუმ 10%–ით უფრო ძვირი ღირს.
ვიზუალის განახლების შემდეგ სპეციალისტები ტექნიკურ შიგთავსს თითქმის არ შეხებიან. Haval M6 კვლავინდებურად 150 ძალის ბენზინის ტურბოძრავი 1.5–ითაა დაკომპლექტებული. აგრეგატი 6–საფეხურიან „მექანიკურ“ ან 7–დიაპაზონიან „ვტომატურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.