Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
180

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ამავე ტელევიზიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმაში სუსის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძე ფიგურირებს.

ვიდეოკამერების ჩანაწერებს თავად ტელეკომპანია ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთ-ერთი პირი, რომელიც ამ კადრებში ჩანს სუსის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

[related_news id=”892903″ align=”left”]

მათივე ინფორმაციით, გიორგი მუმლაძე სუსის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია. „ფორმულას“ განცხადებით, მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმას სწორედ ლევან ახობაძე კურირებდა.

„გიორგი მულაძე მუშაობდა შსს-ში და რამდენიმე თვეა, რაც მისმა ნათლიამ, ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, მოადგილის თანამდებობას იკავებს, სუსის ქალაქის გამომძიებლად გადაიყვანა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვითომ „შემთხვევითი” თავდასხმების ორგანიზატორი „ოცნება” და სუს-ია” – ელისაშვილი მშვილდაძეზე

გიორგი მუმლაძე, რომელიც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილეობს, ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, რადგან როდესაც მიშა მშვილდაძე დელისიდან გამოდის, მას მიჰყვება და თავდასხმის პროცესს ბოლომდე ესწრება. ყველაზე ბოლოს ვაჟა ფშაველას გამზირს ის და მისი მეწყვილე ტოვებენ“, – ამბობენ აცხადებენ ტელეკომპანია „ფორმულაში“.

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით „ფორტუნა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.

უწყებაში გვითხრეს, რომ ბრალდებასთან დაკავშირებით ტელეკომპანიამ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია და მტკიცებულებები თავად უნდა მიაწოდეს. 

დასმულ კითხვაზე, არის თუ არა გიორგი მუმლაძე სუსის თანამშრომელი, გვითხრეს, რომ ამასთან დაკავშირებითაც „ფორმულამ“ ასევე ასევე საგამოძიებო სამსახურს უნდა მიმართოს. 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„ფორმულას“ ცნობით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სუსის გამომძიებელი ფიგურირებს – რას აცხადებენ უწყებაში 

180
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული