Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
48

Ford-ის ევროპულმა ოფისმა ახალი ტექნოლოგიის გამოშვება დააანონსა, რომელიც სასწრაფო გადაუდებელი სამაშველო სამსახურების ავტომობილების მოახლოებისთანავე მძღოლს სიგნალს მისცემს. სისტემას Emergency Vehicle Alert ქვია და ”ერთმანეთთან ურთიერთობაში მყოფი” ავტომობილების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

Ford-ის ახალი ტექნოლოგია სახანძროს, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სიგნალის ხმას ცნობს და ასევე განსაზღვრავს ადგილმდებარეობას. ამის შემდეგ მძღოლი ხმოვან სიგნალს გაიგონებს და ვიზუალურ გამოსახულებას დაინახავს, სადაც მითითებულია, თუ საიდან უახლოვდება სპეც ტექნიკა.

გამომგონებლები აღნიშნავენ, რომ ასეთი სისტემა მძღოლებს საშუალებას მისცემს სამაშველო სამსახურის ავტომობილებს გზა უფრო სწრაფად დაუთმონ და ამასთანავე შემცირდეს საგზაო შემთხვევების რაოდენობაც. გარდა ამისა, კომპანიის ინჟინრები მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც გზაჯვარედინებზე ავარიების რაოდენობას შეამცირებს. მთავარ გზაზე მიმავალი ავტომობილი საკუთარი სიჩქარისა და ლოკაციის შესახებ მონაცემებს ახლოს მდებარე სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს, რომლებიც მეორე ხარისხოვან გზებზე გადაადგილდებიან. შეჯახების რისკის გაჩენისას ორივე ავტომობილი ინფორმაციას მიიღებს და სიჩქარეს შეანელებენ ან გაჩერდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
48
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
48
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული