Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
96

ფასები არის ასტრონომიულად გაზრდილი ქვეყანაში და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, ასევე საქართველოს ეკონომიკას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფლაციასთან დაკავშირებით, მდგომარეობა არის რთული. „გახსოვთ, რომ გასული წლის დეკემბერიდან მე ამ საფრთხეზე ვსაუბრობდი, ფასების ზრდის რისკზე მუდმივად ვსაუბრობდი, ვპროგნოზირებდი. დღეს ეს პროგნოზი სამწუხაროდ რეალობად ახდა. ფასები არის ასტრონომიულად გაზრდილი ქვეყანაში და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, თითოეულ ჩვენგანს, ასევე საქართველოს ეკონომიკას. საჭიროა და აუცილებელია მეტი კოორდინაცია, უფრო მკვეთრი, ხისტი და დროული გადაწყვეტილებები მონეტარული ხელისუფლების მხრიდან და ინფლაცია უნდა დაითრგუნოს. ეს აუცილებელია“, – აღნიშნა კოვზანაძემ.

მისივე განმარტებით, დღეს ჩვენს წინაშე ორი მთავარი გამოწვევაა – კოვიდი და ინფლაცია. „როგორ გავუმკლავდებით ამ ორ პრობლემას, ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების და ჩვენი ეკონომიკის მომავალი, უახლოესი წლების განმავლობაში“, – დასძინა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა – ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ფასები არის ასტრონომიულად გაზრდილი და მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას, საჭიროა დროული გადაწყვეტილებები – კოვზანაძე

96
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
96
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული