Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
74

ევროპულ პრესაში დღეს იბეჭდება საკმაოდ ნეგატიური სტატიები და ვხედავ, რომ არსად არის ამ სტატიებზე პასუხი, რაც უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„მე არა მაქვს პირადი პოზიცია იმის შესახებ, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული და მე ამ ქმედებების და გადაწყვეტილებების ლოგიკას ვერ აგიხსნით, ჩემს იქით არის ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვიცი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩვენი შანსები იყოს გამოყენებული. ამიტომ იყო, რომ მე ჩავედი თავის დროზე ბრიუსელში. ვთვლიდი, რომ იქ უნდა გვეთქვა ჩვენი სათქმელი. ამიტომ იყო, რომ მე უამრავ ინტერვიუში მივიღე მონაწილეობა იმისთვის, რომ ჩვენი სახე გამოჩენილიყო, როგორც მსურველი ევროკავშირის ინტეგრაციის, აჩქარებული ტემპით. ამ დროს დღეს იბეჭდება საკმაოდ ნეგატიური სტატიები და ვხედავ, რომ არსად არ არის პასუხი ამ სტატიებზე, რაც უნდა იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კითხვაზე, რა უნდა კეთდებოდეს და არ კეთდება, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ რაც უნდა კეთდებოდეს ეს არის – „პიარი“.

„პიარი. სიტყვიერად შეიძლება ბევრი რამე დაშავდეს, ჩვენი რიტორიკა არის საკმაოდ მძიმე და ასევე არპასუხი იმ არასწორ სათაურებზე, რაც ვნახეთ ევროპის პრესაში, იქ უნდა იყოს რეაგირება იმ წამსვე, რომ ეს მთლად ასე არ არის, არ არის სწორი, რაც ფაქტობრივად, არასწორია, ის უნდა იყოს გამოსწორებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, აქვს თუ არა პირადი კომუნიკაცია სახელისუფლებო გუნდის წევრებთან, ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძესთან აღნიშნულთან დაკავშირებით, შემდეგნაირად პასუხობს: „პასუხები არ მაქვს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ევროპულ პრესაში იბეჭდება ნეგატიური სტატიები და არსად არის ამ სტატიებზე პასუხი, საჭიროა „პიარი“ – პრეზიდენტი

74
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
74
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული