Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
74

ბრიუსელი მხარს უჭერს ვენესუელის პარლამენტს, რომელსაც სათავეში ოპოზიციის ლიდერი უდგას. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა. ევროკავშირი ვენესუელაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. მოგერინის თქმით, ვენესუელელი ხალხი ითხოვს დემოკრატიას და საკუთარი ბედის განსაზღვრის თავისუფლებას. ამასთან, მან მოუწოდა ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ადამიანის უფლებები დაიცვან.

„ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ვენესუელაში „დემოკრატიის აღდგენას, რაც კონსტიტუციის შესაბამისად, სანდო, მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესით უნდა მოხდეს,” – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის დედაქალაქში გუშინ გამართულ აქციაზე, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა საკუთარი თავი, პრეზიდენტად გამოაცხადა.

ხუან გუაიდოს მხარი დაუჭირა აშშ-მა, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ და ლათინური ამერიკის სახელმწიფოების ნაწილმა.

გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებაზე უარი მექსიკამ, ბოლივიამ და კუბამ თქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ევროკავშირი ვენესუელაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს

74
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
74
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული