90-იანი წლების სუპერმოდელი ევა ჰერცოგოვა კანის რიგით 69-ზე კინოფესტივალზე, მერილინ მონროს ინსპირაციით, თეთრ კაბაში გამოჩნდა. 43 წლის მოდელმა კაბა Dior-ის კოლექციიდან შეარჩია და ვარცხნილობაც სწორედ ისეთი ჰქონდა, როგორც ლეგენდარულ მერილინ მონროს ცნობილი კინოფილმიდან.
ჰერცოგოვა ფესტივალზე ფრანგული ფილმის „უცნობი გოგონას“ პრემიერას დაესწრო, რომელიც ოქროს პალმის რტოზეა წარდგენილი. პრემიერას ასევე დაესწრო კიდევ ერთი სუპერმოდელი, ლეტიცია კასტა.