Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
202

„ეტყობა ამ იმიტირებულ „როკი ბალბოას“ თავი მართლა „როკი ბალბოა“ ჰგონია და ვეღარ ერკვევა სად არის – სავარჯიშო მოწყობილობასთან, თუ პოლიტიკაში. მე მას ნამდვილად ვურჩევდი, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავოს არაფრისმომცემი საბრალო მუქარებისგან,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ  მას შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე თანხმობას არ აძლევს.

ხაბეიშვილი: რამდენჯერმე მაქვს მიწერილი პაპუაშვილისთვის და სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა – ვაფრთხილებ, მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში

რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა დაახლოებით, 2700-მდე ვიზიტორმა.

„სამართლებრივად, მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერ დავაში სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გამართლდა საქართველო.

მე ტელევიზიებისა და ოპოზიციის მხრიდან ბევრჯერ გამიგია, რომ ირღვეოდა სააკაშვილის უფლებები, ხდებოდა კანონდარღვევა, მაგრამ ეს არასდროს არ დასტურდება.

სააკაშვილის უფლება რომ არის დაცული, მსოფლიოში ალბათ რთულად თუ მოიძებნება პატიმარი ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული,“– აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„ეტყობა, ამ იმიტირებულ „როკი ბალბოას“ თავი მართლა „როკი ბალბოა“ ჰგონია და ვეღარ ერკვევა სად არის: სავარჯიშო მოწყობილობასთან, თუ პოლიტიკაში“ – რატი ბრეგაძე ლევან ხაბეიშვილზე

202
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
202
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული