Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
61

ესტონეთმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი აქციები აკრძალა. ამასთან ერთად, 9 მაისის “გამარჯვების დღის” ღონისძიებებზე რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სიმბოლოების გამოყენება შეზღუდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“ჩვენ ყველას გვესმის, რომ სამყარო აღარ არის ისეთი, როგორიც უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო და ვერც 9 მაისის აღნიშვნა იქნება ისეთი, როგორიც ადრე. ბრინჯაოს ჯარისკაცთან ან T-34 ტანკის ძეგლთან აქციების ჩატარება რუსეთის მხარდაჭერას ნიშნავს”. – აცხადებს პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ელმარ ვაჰერი.

ვაჰერის ინფორმაციით, ესტონეთში პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმა ნებადართულია, თუმცა აქციები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის მხარდასაჭერად იმართება, აკრძალულია.

“აკრძალულია ასეთი საზოგადოებრივი შეკრებები, მათ შორის, უკვდავი პოლკის მსვლელობა, რომელიც 9 მაისს ტალინში, ფილტრის ქუჩაზეა რეგისტრირებული. მაშინ, როდესაც პუტინის არმია უკრაინაში დანაშაულს სჩადის, ჩვენ მსგავს შეკრებებს ვაუქმებთ.” – აცხადებს ვაჰერი

მისი განცხადებით, სასაფლაოსა ან ბრინჯაოს ჯარისკაცის მონახულება აკრძალული არ არის. “მაგრამ თუ წმინდა გიორგის ლენტით ან რუსეთის დროშით გაივლით, მაშინ პოლიცია ჩაერევა”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ესტონეთმა 9 მაისის ღონისძიებებზე რუსული და საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალა

61
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
61
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული