ესპანეთში ძაღლების მარტო დატოვება 24 საათზე მეტი დროით აკრძალული იქნება. რაც შეეხება სხვა ცხოველებს, მაგალითად კატებს და ზაზუნებს, მათ შემთხვევაში მაქსიმალური დრო 72 საათით განისაზღვრა.
ახალი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ასევე ცხოველების ძალიან ცივ ან ძალიან ცხელ ადგილებში დატოვებასაც, მაგალითად აივანზე ზამთარში და ავტომობილში ზაფხულში.
გარდა ამისა, ესპანელებს მოუწევთ, რომ ცხოველის აყვანამდე „მომავალი პატრონის კურსი“ გაიარონ.
უკვე არსებული კანონის მიხედვით, შინაურ ცხოველებს ისეთივე უფლებები აქვთ როგორც ადამიანებს. სწორედ ამიტომ, მათი უფლებების დამრღვევს ისევე დასჯიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევისას.
ახალი კანონი ძალაში 2023 წლიდან შევა.