Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
269

თიკა მახალდიანმა მისთვის მნიშვნელოვანი, ახალი კლიპის პრეზენტაციის დღე რადიო „არ დაიდარდო“-სთან ერთად დაიწყო.

-თიკა, მოგვიყევი ამ სიმღერის და კლიპის შექმნის ისტორია…

-ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო დღეა, ძალიან ვნერვიულობ. ეს სიმღერა დედაჩემის ხსოვნას მივუძღვენი. კლიპის პრეზენტაციაც მისი დაბადების დღის თარიღს დავამთხვიე. მინდოდა, ეს სიმღერა ბოლომდე მასთან ყოფილიყო დაკავშირებული.

-ვინ მონაწილეობდა სიმღერის შექმნაში?

-მუსიკა  მაია კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, ტექსტი-თემო საჯაიას, ვერსია ზვიად ბოლქვაძის გახლავთ, ზვიად ბოლქვაძეა კლავიშიც, ბას-გიტარა-შაკო ღელეყვა, სიმღერის შექმნის პროცესში მონაწილეობდა სიმებიანი კვარტეტიც. ჩაიწერა დავით უგრეხელიძის სტუდიაში. კლიპის რეჟისორია გოგიტა ჩიკვაიძე. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ძალიან მიიტანეს გულთან და დიდი შრომა და მონდომება ჩადეს მუშაობის პროცესში.

-კლიპის გადაღების პროცესზეც მოგვიყევი…

-სიმღერის სახელწოდებაა „მზე შემოდგომისა“. ვიდეოს გადაღებები თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობდა. ძალიან მინდოდა, რომ კლიპში ზღვა ყოფილიყო. ვიდეოში არის სტუდიური კადრებიც.

-ფართო საზოგადოება როდის იხილავს კლიპს?

-8 დეკემბერს იგეგმება კლიპის სატელევიზიო პრემიერა და შემდეგ უკვე სხვადასხვა სოციალურ ქსელებშიც განთავსდება ვიდეო-რგოლი.

 გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
269
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
269
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული