16 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერლები მაია ჯაბუა და ეკა კახიანი სტუმრობდნენ, რომელთაც ახალი ნამუშევარი „ეს სიმღერა ჩვენია“ წარმოადგინეს.
– ქალბატონო მაია, რამდენ წელს ითვლის თქვენი მეგობრობა?
– ჩვენ 1971 წელს, „მზიურის“ შექმნისთანავე გავიცანით ერთმანეთი და ზუსტად 50 წელია ვმეგობრობთ. თუმცა, მეგობრობა დიდი ხანია ნათესაობად იქცა, ერთმანეთის მეჯვარეები, ბავშვების ნათლიები ვართ და ჩვენი შვილებიც დიდი ხანია მეგობრობენ.