Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
91

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მეტისი, მიიჩნევს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებს, ამან შეიძლება, ომი გამოიწვიოს.

ამის შესახებ ჯეიმს მეტისმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ ისინი ცეცხლს გაუხსნიან აშშ-ს, ეს ძალიან სწრაფად შეიძლება, ომში გადაიზარდოს,“  – განაცხადა ჯეიმს მეტისმა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ს ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოშვებული რაკეტის ტრაექტორიის დადგენა წამების განმავლობაში შეუძლია და, თუ ცხადი იქნება, რომ რაკეტა გუამისკენ გაშვებულია, ჩრდილოეთ კორეას პასუხი გაეცემა.

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამერიკულ სამხედრო ბაზა გუამზე რაკეტის გაშვებისთვის ემზადება და მან საკუთარ სამხედრო მაღალჩინოსნებს მზადყოფნაც უბრძანა.  გუამთან დაკავშირებით ორ მხარეს შორის რიტორიკა კი გასულ კვირას გამწვავდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ეს შეიძლება, ომში გადაიზარდოს – მეტისის გაფრთხილება ჩრდილოეთ კორეას

91
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
91
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული