Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1258

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი 9 მაისს, მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას უარყოფს და აღნიშნავს, რომ წლევანდელ კონცერტში მისი ერთ-ერთი შარშანდელი კონცერტის დროს შესრულებული სიმღერა დაამონტაჟეს. ამის დასამტკიცებლად განცხადებას თან დართული აქვს 2021 წლის 22 ივნისის კონცერტზე შესრულებული სიმღერის ბმული.

თამარ გვერდწითელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ასევე აღნიშნულია, რომ მომღერალი საქართველოში იმყოფება, ამის დასტურად კი განცხადებას თან ფოტოებიც ახლავს.

 

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული.

საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავის ბენდის ბიჭებთან ერთად.
თამარ გვერდწითელი,
ირაკლი მენთეშაშვილი,
გია სალაღიშვილი,
დავით ჯაფარიძე;
პაატა ანდრიაძე.

ლინკი შარშანდელი კონცერტის, რომელიც გამოიყენეს წელს დეზინფორმაციისთვის“ – წერია მომღერლის facebook-ის ფეიჯზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„ეს გამოსვლა არის შარშანდელი კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული“ – თამარ გვერდწითელის განცხადება 9 მაისის კონცერტში მონაწილეობაზე და ფოტოები თბილისის სახლიდან

1258
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1258
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული