Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
41

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, დღგ-ს ზედმეტობის სახით, ბიზნესს 1.8 მლრდ ლარი დაუბრუნდა. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 2.2. მლრდ ლარი გახდება. როგორც მინისტრი ამბობს, წლევანდელი 10 თვის მონაცემი რეფორმამდე პერიოდის 10 წლის მონაცემის ტოლია. „ეს არის წარმატებული რეფორმა, რომელიც კარგად მუშაობს და წარმატებული შედეგები აქვს“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

„ეს სტატისტიკა შედგება 10 თვის მონაცემებისგან. თქვენ როგორც იცით, დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება დაანონსებული გვქონდა, რომ წლის განმავლობაში გასცდებოდა 2 მილიარდს და ამ სტატისტიკით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიურად ეს იქნება დაახლოებით 2.2 მლრდ ლარის ფარგლებში. ეს ძირითადად არის საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში და არიან საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ საქონლის თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან. ძირითადად ეს კატეგორია არის ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიები და ექსპორტიორი კომპანიები, რომლებსაც ყველაზე მეტად უგროვდებათ დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემა 2020 წლიდან ამოქმედდა. 2021 წლის განმავლობაში მისი მეშვეობით ბიზნესს სულ 1.93 მილიარდი ლარი დაუბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“ეს არის წარმატებული რეფორმა, რომელიც კარგად მუშაობს” – ფინანსთა მინისტრი წლის ბოლოსთვის დაბრუნებული დღგ-ს გაზრდას ₾2.2 მლრდ-მდე ვარაუდობს

41
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
41
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული