„როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერების მიერ ახალი ვებპლატფორმის, „Mona.ge-ს“ შექმნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს ადამიანები არიან „მავნებლები“.
„ორი „ლუზერი“ რაღაც სისულელეს რომ აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. ისინი თავისი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და ისინი ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ.
[related_news id=”931303″ align=”left”]
როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო. არ ვიცი, ერთი ჩახდილი დარბოდა და გვახსოვს რა შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება. როგორ შეიძლება ახლა ამ ადამიანებზე სერიოზული კომენტარი გააკეთო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მაგათი საქმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, პარტიების, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერებმა ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ ახალი ვებპლატფორმის პრეზენტაცია გუშინ, 12 ოქტომბერს გამართეს.
მათი განცხადებით, პლატფორმის მიზანი ონლაინ რეჟიმში „ქართული ოცნების“ რუსეთთან კავშირების, საარჩევნო დარღვევებისა და კორუფციული გარიგებების მხილებაა.