Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
7178

მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში არ იმოძრავებს – დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ მედიაში ამასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და საზოგადოებას მოუწოდა შეცდომაში არ შევიდნენ.

მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში წარადგენს ტრანსპორტის ერთიანი სისტემის პრეზენტაციას. [related_news id=”186053″ align=”left”]

კალაძემ დააანონსა, რომ რეფორმის შემდეგ, მოსახლეობას შეეძლება ერთი ბილეთით იმგზავროს, როგორც ავტობუსით და მეტროთი, ისე ე.წ. მარშუტკებით.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარეუბნის მოსახლეობა ისარგებლებდა იმ მიკროავტობუსებით, რომლებმაც ყველანაირი რესურსი ამოწურა და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ეს არასწორი ინფორმაციაა.

მიკროავტობუსების გადანაწილება, ერთიან სისტემაში მოხდება და არ იქნება გამოყოფილი გარე და ცენტრალური უბნები. მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 10-მეტრიანი და 8-მეტრიანი ავტობუსები, ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას ქუჩის გაბარიტების გამო.

შესაბამისად, მიკროავტობუსები მოვა თანხვედრაში ავტობუსებთან და მეტროსთან. ამ პრეზენტაციას წარვადგენთ უახლოეს მომავალში.

ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად“, – ამბობს კალაძე.

“ფორტუნასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ აპრილში განაცხადა, რომ ტრანსპორტის ახალი თემა ოქტომბერში დამტკიცდება. მანვე აღნიშნა, რომ ახალი მარშრუტების მოსახლეობისთვის გასაცნობად დაახლოებით, 4-თვიანი კამპანია იგეგმება.

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი შეძლებთ მგზავრობას – კალაძემ რეფორმაზე ისაუბრა

7178
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
7178
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული