Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
256

2016 წლის 20 და 21 ივნისს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტებს, რომელშიც მონაწილეობენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი – გიორგი ცაგარელი (ალტი), დირიჟორი – არიელ ცუკერმანი.

პირველად საქართველოში შესრულდება იოსებ ბარდანაშვილის კონცერტი ალტისა და ორკესტრისათვის POSTLUDIUM. ხოლო კონცერტის მეორე ნაწილში ქართველ მსმენელს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუიტა „შეჰერეზადა“, სადაც სოლო ვიოლინოს პარტიას შეასრულებს ვიქტორ კონიაევი.

კონცერტები იმართება პროექტ „სიმფონიური ივნისის“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

პროექტის პარტნიორები: ხელოვანთა კავშირი Conceptart და კომპანია ბადაგონი. საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია პალიტრა და საინფორმაციო ცენტრი 118 08.

კონცერტების დასაწყისი: 19:30 საათი. ბილეთები გაიყიდება 2016 წლის 9 ივნისიდან ვებგვერდზე www.biletebi.ge ხოლო 16 ივნისიდან რუსთაველის თეატრის სალაროში. ბილეთის ფასი: 25, 35 და 45 ლარი

13401416_1105798866125513_1106895653_n

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ეროვნული მუსიკალური ცენტრი სიმფონიური მუსიკის კონცერტებს წარმოგიდგენთ

256
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
256
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული