Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
82

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკსა“ და “რესპუბლიკის“ გარიგებაზე კომენტაი გააკეთა. საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და სებ-ი არ არის უფლებამოსილი კონკრეტული გარიგების დეტალები გაამჟღავნოს.

ამასთან, სებ-ი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს როგორც კონკურენციის არგუმენტს, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მანდატს.

როგორც ”ფორტუნას” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის ბარიერების არარსებობა ინვესტიციების თავისუფალ მოძრაობას ხელს უწყობს და კაპიტალის მოზიდვის დანახარჯებს ამცირებს.

სებ-ის ცნობით, ეს საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე დადებითად აისახება.

”კონკრეტული ტრანზაქციის გაანალიზებისას მნიშვნელოვანია როგორც კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენის, ასევე საფინანსო სისტემის ეფექტიანობისა და ინვესტორთა და მომხმარებელთა დაცვის საკითხების გათვალისწინება. მხედველობაში მიიღება, ასევე, ბაზრის მცირე ზომა, სადაც, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან, მასშტაბის ეფექტისა და ეფექტიანობის ზრდა ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას” – განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

მნიშვნელოვანია, რომ რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის რეჟიმის ფარგლებში, ზემოაღნიშნული ფაქტორების ანალიზი სებ-ის მიერ მუდმივად ხორციელდება, რაც, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშებშია განხილული.

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკსა“ და “რესპუბლიკის“ გარიგებაზე კომენტარს აკეთებს

82
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
82
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული