Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
69

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზას, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ორი საწყისი დოზისგან გამოწვეული დაცვის თავიდან არიდება შეუძლია. ფაუჩი მოქალაქეებს „ბუსტერ“ დოზის მიღებისკენ მოუწოდებს.

როგორც მანვე აღნიშნა, წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ როდესაც მოქალაქე „ბუსტერს“იღებს, ის ზრდის დაცვას საკმარისად მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ.

„კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან აცრილები, რომ აიცრან. მათ კი, ვინც აცრილები არიან, მიიღონ „ბუსტერ“ დოზა, რადგან თუ გსურთ იყოთ ოპტიმალურად დაცული, ნამდვილად უნდა მიიღოთ „ბუსტერი“, – აღნიშნა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, კომპანიებმა, Pfizer-მა და BioNTech-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის სამი დოზა „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია. სამხრეთ აფრიკამ „ომიკრონ“ ვარიანტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია 24 ნოემბერს გაავრცელა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 9 დეკემბრის მონაცემებით „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 63 ქვეყანაშია გამოვლენილი.

“ომიკრონის” შემთხვევები საქართველოში შესაძლოა დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ენტონი ფაუჩი: თუ გსურთ იყოთ ოპტიმალურად დაცული, უნდა გაიკეთოთ „ბუსტერი“

69
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
69
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული