Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
907

„ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორ უტარებდა მის შვილს მასწავლებელი გაკვეთილს პალატიდან, სადაც მასწავებლის შვილს გადასხმას უკეთებდნენ…

გთავაზობთ სტატუსს:

„აი, unicef-ის დასკვნამ ნამდვილად დამასევდიანა, – თაობებს დაეტყობა, რასაც ახლა ბავშვებს იზოლაცია უშვრებაო! მე კი დიდხანს მემახსოვრება დღევანდელი დილა… თუკი რამე აქვს პოზიტიური ონლაინსწავლებას, ისევ მასწავლებლების გმირობის მაგალითებია, – დღეს ჩემს შვილს ინგლისურს პალატიდან უტარებდა მასწავლებელი. გვერდით მის მცირეწლოვან ბავშვს გადასხმას უკეთებდნენ, თან ევგენიას კლასს მთელი შემართებით ასწავლიდა ახალ მასალას! ამ დროს ექიმმა შეიხედა პალატაში და ბავშვებიც გაისუსნენ „ზუმში“, მერე ვხედავდი, როგორ ამხნევებდნენ მასწავლებელს ჰაეროვანი კოცნებით, ექიმის გასვლის შემდეგ ერთ-ერთმა მოსწავლემ თქვა, – მას, რა ამაღელვებელი მომენტია, ამეტირაო! რა კარგია, რომ არსებობენ ასეთი მასწავლებლები და ასეთი მოსწავლეები, იქნებ, გადავრჩეთ და თაობები არ დასჭირდეს ზიანის ანაზღაურებას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ელისო ჯარიაშვილი: „დღეს ჩემს შვილს ინგლისურს პალატიდან უტარებდა მასწავლებელი. გვერდით მის მცირეწლოვან ბავშვს გადასხმას უკეთებდნენ…“

907
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
907
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული