Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
85

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა სავარაუდოდ, ორთაჭალაში „ბიზნეს სახლის“ გვერდით აშენდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკის სამინისტროს შენობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენი უჯდება ეკონომიკის სამინისტროს ამჟამინდელი შენობის ქირა, მინისტრს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.  “ეკონომიკის სამინისტრო ქირით შენობაში ყოფნას დიდხანს არ აპირებს. ეკონომიკის სამინისტროს აქვს პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყება წლის ბოლომდე და შესაბამისად, სამინისტროს ექნება თავისი შენობა“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ორთაჭალაში უკვე არის სამინისტროების უმრავლესობა, მათ შორის, ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო და თუ მათ სიახლოვეს იქნება ეკონომიკის სამინისტროც ხარჯების მართვის ნაწილში ბევრად უფრო მომგებიანი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ეკონომიკის სამინისტროს შენობა ორთაჭალაში აშენდება

85
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
85
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული