Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
87

ბუნებრივი აირისგან გამოწვეული უბედური შემთხვევების პრევენციისა და შემცირების მიზნით, ეკონომიკის სამინისტრო, ტექნიკური რეგლამენტის გამკაცრებაზე მუშაობს.

მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყება სამი კონკრეტული მიმართულებით აპირებს რეგულაციების გამკაცრებას – კანონმდებლობის დახვეწა, უფრო ქმედითი მექანიზმების შემოღება გაზგამანაწილებელი კომპანიების მიმართ და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება.

„ძალიან ვწუხვართ მომხდარი უბედური შემთხვევების გამო. სამინისტრო მუშაობს არსებული კანონმდებლობის გამკაცრებაზე. პირველ რიგში, ეს არის ტექნიკური რეგლამენტები. ვფიქრობთ, გავამკაცროთ კიდევ უფრო მოთხოვნები კომპანიების მიმართ, რომლებიც გარეგაყვანილობის მონტაჟს ახორციელებენ, როგორც კორპუსებში, ასევე ცალკეულ ბინაში. მეორე მიმართულება არის გამკაცრებული მოთხოვნები გაზგამანაწილებელი კომპანიების მიმართ. კონტროლი მკაცრდება, მაგრამ ამავდროულად გვსურს, ისინიც დამატებითი ბერკეტებით აღვჭურვოთ, რადგან უფრო ოპერატიულად განახორციელონ საქმიანობა და შემოწმება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და დამატებითი განმარტებები, როგორ დაიცვან უსაფრთხოების წესები ბუნებრივ აირის მოხმარებასთან მიმართებაში.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ეკონომიკის სამინისტრო გაზგამანაწილებელი კომპანიებისთვის რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობს

87
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
87
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული