Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
728

ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ პირებთან მუშაობდნენ და პანდემიის დროს უმუშევრები დარჩნენ, მთავრობის ერთჯერად, 300 ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ დღეს მედიასთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ განაცხადა. მისი თქმით, შეღავათი მხოლოდ იურიდიულ პირებთან დასაქმებულებს ეხებათ.

[related_news id=”340877″ align=”left”]

მათთვის ონლაინ პორტალი 15 მაისისთვის ამოქმედდება, სადაც საბანკო ამონაწერს დაარეგისტრირებენ. ამის საფუძველზე თვითდასაქმებულები შეძლებენ, მთავრობისგან ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარის ოდენობის თანხა მიიღონ.

თვითდასაქმებულების ის ნაწილი კი, ვისაც შემოსავალი არ უფიქსირდება ბანკში, იურიდიული პირისგან საჭიროებენ შესაბამის საბუთს, რომელიც დაამტკიცებს კონკრეტული პირის დასაქმებას.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილები 6 თვის მანძილზე – 200 ლარიან დახმარებას, თვითდასაქმებულები კი ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ძიძები, მძღოლები და ყველა, ვინც ფიზიკურ პირთან მუშაობდა, მთავრობის 300 ლარიან დახმარებას ვერ მიიღებს

728
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
728
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული