Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
964

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა ლისის ტბაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ 12 წლის მოზარდთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს,

„რამდენიმე დღეც და სასწავლო წელი დაიწყება. ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით…

რამდენიმე დღეა ვცდილობთ რაღაც ფორმით გამოვხატოთ დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი, თუმცა გვიჭირს ძალიან…

ალბათ ყველა სიტყვა ფუჭია…

რამდენიმე დღე N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები მივდიოდით ერთ ქუჩაზე, ერთ ულამაზეს ოჯახში…

და ვემშვიდობებოდით ჩვენს მზე – ბიჭს, – მათე გოგიას, მხიარულ და საყვარელ ბიჭს. ის გაუგებრობის და დაუდევრობის მსხვერპლია.

შეძრულია მთელი სკოლა, ყველა მოსწავლე თუ კურსდამთავრებული. არ არსებობს დასამშვიდებელი სიტყვები, რომელიც შეიძლება ვუთხრათ შოთიკოს და სალომეს, მათეს მშობლებს, არც ერთს ფასი არ ექნება …

უბრალოდ ძალიან გთხოვთ – გაუძელით!

ჩვენ – მასწავლებლები, მათესა და ლუკას თანაკლასელები თუ მეგობრები, მშობლები, ყველანი ვართ თქვენს გვერდით, ლუკას გვერდით…

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას…. და გაიზიარეთ ჩვენი – სკოლის მწუხარება: მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან!წავიდა მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი… დედისა და მამის გულის ნაწილი, ლუკას დიდი ტკივილი…..

ძალიან მწარე ხარ, შვილო….“- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

31 აგვისტოს ლისის ტბის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა პატრულის მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ძალიან მწარე ხარ, შვილო – 23-ე სკოლა განცხადებას ავრცელებს

964
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
964
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული