Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
135

„ჩვენი მოლოდინი გაუმჯობესებულია, ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად უკვე მწიფდება გადაწყვეტილება – ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით დეკემბერში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ უკვე წელიწად-ნახევარია ვაცხადებთ იმას, რომ ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. საგულდაგულოდ ცდილობენ დამალონ ეს ყველაფერი, მაგრამ პერიოდულად აქვთ წამოცდენები იმასთან დაკავშირებით, რომ არ სურთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, გუბაზ სანიკიძის ეს განცხადებაც მორიგი წამოცდენაა, რომელიც ამ თემას უკავშირდება. რეალურად, ეს არის სინამდვილე, რაც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კანდიდატის სტატუსისთვის.

წითლიძე: „თუ „ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებში ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხა, მეც, მელიასაც და ხაბეიშვილსაც ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება“

საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და დეკემბერში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ჩვენი მოლოდინი გაუმჯობესებულია, ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება. თავისთავად, ის ფაქტიც, რომ ვიღაცები ამის თავის თავზე მიწერას ცდილობენ მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ აქეთ მიდის პროცესი. ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით დეკემბერში მოგვენიჭება სტატუსი“, – აღნიშნა კობახიძემ.

„ჩვენ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ოპოზიციას მივუსამძიმრებთ“ – მაჭარაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„ძალიან მაღალი ალბათობით დეკემბერში მოგვენიჭება სტატუსი“ – ირაკლი კობახიძე

135
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
135
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული