საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას აკეთებს.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ განსაკუთრებული სიმშვიდე შეინარჩუნოს და არ მისცეს შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი კონტროლის ჩარჩოებიდან გამოვიდეს. [related_news id=”239073″ align=”left”]
ზალკალიანი ამბობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში დიპლომატიური უწყება ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან მუდმივ კონტაქტზე იყო.
“ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. სიტუაციის ესკალაციაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ამ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ავამოქმედებთ და ეს მექანიზმები უკვე ამოქმედებულია ყველა მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, ოსური მხარე საქართველოსგან სოფელში განთასებული საგუშაგოს აღებას ითხოვს.