Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
53

კანადურ ოტავაში უჩვეულო ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც დაპარკინგებული მინივენი არხში აღმოჩნდა. ინციდენტში დამნაშავე გახდა მოპსი, რომელიც ავტომობილის მძღოლმა შიგნით ჩაკეტილი დატოვა.

მიკროავტობუსის მძღოლმა შინაური ცხოველი სულ რამდენიმე წუთით მიატოვა. ეს დრო მოპსისთვის სრულებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ როგორღაც უკან სვლის რეჟიმი ჩაერთო და არხში გადავარდნილიყო. როდესაც მეპატრონემ ადგილიდან დაძრული მანქანა შეამჩნია მისი შეჩერება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მამაკაცს შეახსენეს, რომ ავტომობილის ჩართული ძრავით დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მიუხედავად იმისა იმყოფება შიგნით ვინმე თუ არა. ინციდენტის შედეგად ფურგონის მძღოლმა მცირე დაზიანებები მიიღო, მაშინ როცა დაძრული მანქანის შეჩერებას ცდილობდა. ოთხფეხა დამნაშავე კი უვნებლად გადარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
53
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
53
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული