Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
111

დუბაიში მფრინავი მოტოციკლები ბრუნდება და დიდი დრო არ მანამდე, სანამ პოლიცია ქუჩაში სწორედ ამ მოტოციკლებით გადაადგილდება.

კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანია Hoversurf-მა 2017 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით დუბაის პოლიციას მფრინავი მოტოციკლის  S3 2019 Hoverbike-ის პირველი მოდელი გადასცა.

დუბაის პოლიციელები მოტოციკლის მართვის სწავლას ამ მოდელზე დაიწყებენ. დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით იმედი აქვთ, რომ პოლიცია მფრინავი მოტოციკლების ხმარებას 2020 წლიდან დაიწყებს რთულად მისაწვდომ ადგილებზე გამოძახებებზე სამუშაოდ.

“ამჟამად ორი ეკიპაჟი უკვე მზადების პროცესშია და ვიმედოვნებთ, ეს რიცხვი გაიზრდება” – განაცხადეს პოლიციაში.

მოტოციკლის ფრენის რეკომენდებული სიმაღლე 5 მეტრამდეა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე საათში 96 კილომეტრს აღწევს. პილოტთან ერთად მოტოციკლს 10-25 წუთი გადაბმულად ფრენა შეუძლია, ხოლო პილოტის გარეშე 40 წუთი. თითო მოდელის ფასი 150,000 აშშ დოლარია.

ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი რამდენი მფრინავი მოტოციკლის შეძენას აპირებს დუბაის პოლიცია.

ამ მოდელის შეძენა, ნებისმიერ მსურველისთვის შესაძლებელია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებითაც, რომ მისი მართვისვის პილოტის ლიცენზია საჭირო აღარ იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
111
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
111
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული