Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
106

„დროა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დავიწყოთ“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ინფლაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„არის დრო, რომ დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ტენდენციებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა ხდება ადგილობრივი პროდუქციის ინფლაციის კუთხით. მთლიან ინფლაციას მკვეთრი შემცირების ტენდენცია აქვს, მაგრამ ეს ძირითადად იმპორტირებული პროდუქციის ხარჯზე ხდება. ჩვენ უნდა დავინახოთ ადგილობრივი პროდუქციის შემცირების ტრენდიც, იმისთვის რომ დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა. მიმდინარე თვის ინფლაციის მაჩვენებელი, რომ გახდება ცნობილი, ეს ჩვენთვის დამატებითი ინფორმაცია იქნება, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.5%-მდე გაზრდის.

„10 მაისს ჩვენ მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გვექნება და ამ დროს ჩვენ გადავხედავთ პროგნოზებს. ეროვნული ბანკის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4% იყო, ჩვენ ამ პროგნოზს გადავხედავთ და 4.5%-მდე გავზრდით“, – აღნიშნა მესტვირიშვილმა.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მიგრანტების შემოდინებისა და ეკონომიკური ზრდის საკითხზეც ისაუბრა.

„მიგრანტების ეფექტი შეიძლება ვადაში გაიწელოს, თუმცა ჩვენ ამ თანხას ვუყურებთ, როგორც რაღაც პერიოდის შემდგომ ეს ჭარბი ლიკვიდობა, რაც ახლა გვაქვს, შეიძლება ამის გადინება მოხდეს“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„დროა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დავიწყოთ“ – ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გაზრდის

106
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
106
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული