Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
438

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ნელი დოროყაშვილის უახლოესი მეგობარი წარმოადგინა.

[related_news id=”539850″ align=”left”]

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ „ფორტუნას“ განუცხადა, რომ მოწმემ თქვა, რომ ის არასდროს, არც ფიზიკურ და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ შესწრებია.

„დღეს დაკითხულმა მოწმემ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მოწმემ აღნიშნა, რომ ნეკა დოროყაშვილის მონაყოლით იცის ყველაფერი, მაგრამ დეტალები არ იცის, რადგან ფაქტს არ შესწრებია.

ის არის ირიბი მოწმე და საუბრობს მხოლოდ ნეკა დოროყაშვილის მონაყოლით, ამიტომ ეს მოწმე საქმისთვის მნიშვნელოვანი არაა.

საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, რომელიც დაინტერესებულია, ვინ არის საქმის შემსწრე. აღნშნული მოწმე, არც ერთხელ საქმის შემსწრე არ გახლავთ.

იგივე მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ნეკა ძალიან ხშირად შერიგების მომხრე იყო, ლოგიკურია, რომ თუ ფიზიკური ძალადობა იყო, ნეკა აღარ უნდა ყოფილიყო შერიგების ინიციატორი“. – განმარტავს ადვოკატი „ფორტუნასთან“ საუბარში.

[related_news id=”503204″ align=”right”]

რუსული მედიის ინფორმაციით, ბასილაშვილს კიდევ ერთი მომჩივანი გამოუჩნდა. მას ყოფილი ინვესტორი უჩივის. კითხვაზე, იქნება თუ არა ბასილაშვილის უფლებადამცველი ამ საქმეზეც, ჭკადუა პასუხობს:

„ამ შემთხვევაშიც დავიცავ ბასილაშვილის ინტერესებს, მაგრამ კომენტარს არ ვაკეთებ, ვინაიდან ბრალდება სრულიად აბსურდულია“.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით, პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

დოროყაშვილის უახლოესი მეგობარი ამბობს, რომ ნეკა ხშირად იყო შერიგების მომხრე: ბასილაშვილის ადვოკატი

438
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
438
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული