Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
236

იაპონური მარკა Subaru ჟენევის ავტოსალონზე განახლებულ XV-ს წარადგენს, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება კომპანიამ რამდენიმე საათის წინ გააკეთა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალი თაობის ავტომობილის პირველი დებიუტი სწორედ ჟენევაში შედგება.

კონცეპტუალური კროსი Subaru XV იმ სამეულის ერთ-ერთი დასრულებული მოდელია, რომელიც იაპონელებმა ახალ დიზაინერულ მიმართულებას მიუძღვნეს. ამ ტრიოს მეორე ავტომობილი კი ყველასთვის კარგად ნაცნობი Impreza გახლავთ, რომელიც ავტომოყვარულებმა რამდენიმე ხნის წინ გაიცნეს.

 

 

Subaru XV მსოფლიოს საავტომობილო ბაზარზე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოდერნიზებული, ჯიპის ტიპის ავტომობილი მომხმარებლებს სრული კომფორტითა და დინამიურობით აკვირვებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ XV ახალი თაობის Impreza-ს ბაზაზე შეიქმნა და მის განახლებულ ვარიანტად ითვლება.

 

 

განახლებული Subaru XV Concept-ის ტექნიკური და ვიზუალური დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ავტომობილი Impreza-ს საბაზისო დეტალების გარდა, Viziv Future Concept-ის დეტალებითაც იქნება წარმოდგენილი, რომელიც ახალი თაობის Forester-შიც იქნა გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ ახალი თაობის Subaru XV ძალიან მალე, ჟენევის ავტოსალონის ფარგლებში წარდგება მომხმარებლების წინაშე…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
236
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
236
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული