Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
793

იმ შემთხვევაში თუ ავტობუსები საკმარისი არ იქნება, გლდანი-დიდ დიღომში, თბილისის ცენტრალურ ნაწილთან დასაკავშირებლად, შესაძლოა მიწისზედა მეტროს ხაზი ან ტრამვაი გაკეთდეს. ქალაქის ურბანული მობილობის გეგმის ამ ნაწილზე მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ისაუბრა.

საუბარია 15-წლიან გეგმაზე, რომელიც ქალაქის განვითარებისთვის მუშავდება. [related_news id=”186033″ align=”left”]

ბითაძის თქმით, ქალაქის ყველაზე სუსტი წერტილი დიღომია. აქ 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა შესაძლოა ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს.

დიდი დიღმის ცენტრალურ თბილისთან დასაკავშირებლად შესაძლოა ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი გაკეთდეს. ამის შესახებ მაია ბითაძემ განაცხადა, მერის მოადგილემ ქალაქის ურბანული მობილობის გეგმის დეტალებზე ისაუბრა:

„რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს მაგალითად, ტრამვაისთვის, ახალი მეტრო საით უნდა დაიგეგმოს ამ კუთხით. გენერალური გეგმა ტრანსპორტის კუთხით შემუშავდება დანიური კომპანიის მიერ, რაც საბოლოო ჯამში, თავისთავად ცვლილებებს შეიტანს მოქმედ გენერალურ გეგმაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დოკუმენტი რომელიც ქალაქს არასდროს ჰქონია. სამარშრუტო სქემები “სისტრას” მიერ იგეგმება. ყველაზე სუსტი წერტილი არის დიდი დიღომი, სადაც იგეგმება 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნა, რომელიც დიდ დიღომს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს. გენერალური გეგმა ამ მარშრუტს კვლავ შეისწავლის და თუ გამოვლინდა, რომ 24-მეტრიანი ავტობუსები არ იქნება საკმარისი, წარმოვიდგინოთ, გლდანი-დიდი დიღომიდან ცენტრალურ თბილისთან დასაკავშირებლად, ამ შემთხვევაში პერსპექტივაში იქნება იმაზე ფიქრი, იქნება თუ არა დასამატებელი ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ახალი ხაზი სწორედ ამ მიმართულებით,“ – განაცხადა მაია ბითაძემ. [related_news id=”196182″ align=”left”]

დედაქალაქის სხდომაზე დღეს კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია თბილისის მთავარ სატრანსპორტო დოკუმენტზე მუშაობას იწყებს.

აღსანიშნავია, რომ მიწისზედა მეტროს პროექტის შემუშავება წლის ბოლომდე სამგორიდან ლილოსა და რუსთავის მიმართულებით უნდა დაიწყოს. საკონკურსო პროექტის ბიუჯეტი 12 762 530 ლარია.

სამგორი-ლილო მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება წლის ბოლომდე დაიწყება

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

დიდ დიღომში შესაძლოა მიწისზედა მეტროს ხაზი გაიყვანონ – მაია ბითაძე

793
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული