გენერალური პროკურორი, რომელსაც პრეტენზია უვადო მოსამართლეობაზე აქვს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ნაწყენია რომან გოცირიძეზე და მას ფსევდოინტელექტუალს უწოდებს.
„ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ [related_news id=”255937″ align=”left”]
„დიდოსტატის მარჯვენა“, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში მოსმენის დროს შალვა თადუმაძეს ჰკითხა, ვინ დაწერა “დიდოსტატის მარჯვენა”, რაზეც პროკურორმა პასუხი ვერ გასცა. [related_news id=”255557″ align=”left”]
ამ საკითხს შალვა თადუმაძე დღეს, პროკურორთა კონფერენციაზე მიუბრუნდა.
დღევანდელ ღონისძიებაზე საპროკურორო საბჭოს ცხრა ახალი წევრი უნდა აირჩიონ, რომელსაც ოთხწლიანი ვადა ეწურება.