Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
109

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის  8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ–ბეტონის საფარის, მწყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოებს. განხორციელდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ხევზე  არსებულ სახიდე გადასასვლელს.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კიუვეტებისა და საფუძვლის მოწყობა, ასევე ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 4 441 700 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  გაეცნო.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთს 25 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, გზა იყო ძლიერ დაზიანებული, ცალკეულ ადგილებში შემორჩენილი ასფალტ-ბეტონის საფარით, არ ფუნქციონირებდა კიუვეტები და წყალგამტარი მილები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და გაივლის სოფლებს: განახლება, სარკინეთი და გომარეთი.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები და ტურისტები ისარგებლებენ განახლებული და კომფორტული გზით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 4 მლნ-ზე მეტი დაჯდება

109
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
109
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული