Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
49

დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში დაგეგმილ გაფართოებულ წვრთნებზე 8 000 ჯარისკაცს გაგზავნის.

წვრთნების მიზანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად მომზადებაა.

გარდიანის ინფორმაციით, ბრიტანული არმია ასევე განათავსებს ტანკებს ნატოსა და გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებთან ერთად.

როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული წვრთნების ჩატარება დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და მისი დაწყება უახლოეს მომავალში მას შემდეგ გადაწყდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ბრიტანელ სამხედროებს შეუერთდება ათიათასობით ჯარისკაცი ნატოდან და გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ალიანსიდან, რომელშიც შედის ფინეთი და შვედეთი.

“ევროპის უსაფრთხოება არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს”, – აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი.

საველე არმიის სარდალი, რალფ ვუდისი აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის დაცვასა და რუსული აგრესიის შეკავებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში წვრთნებისთვის 8 000 ჯარისკაცს გზავნის

49
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
49
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული