მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:55-დან 12:19 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, უმჯობესია მოისმინოთ და გაითვალისწინოთ ჭკვიანი ადამიანების რჩევები.
არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ საღი გონებით და მიმდინარე მოვლენების შესაბამისად, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა აქტუალური პრობლემების განხილვისა და გადასაწყვეტად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სამომავლო გეგმების დასახვისა და ახალი პროექტების დასაწყებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად.
ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა კბილების სამკურნალოდ და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხისა და ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი და მწვანე, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.