Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
100

ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. არ აჰყვეთ დეპრესიას, არ ღირს ცინიზმის და აგრესიის გამოვლენა.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, ცხარე და მჟავე საკვების მიღებისგან. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლუჯი, მწვანე და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ზურმუხტი და ფიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მომავალი სირთულეების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზეისთვს. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
100
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
100
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული