მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:05-დან 22:50 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა, რადგან ასე მხოლოდ გააღიზიანებთ პარტნიორს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი მეგობრების შეძენისა და ნანოთა წრის გაფართოებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული ნივთების და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ. მოერიდეთ საკონდიტრო და რძის ნაწარმის, ზედმეტი სითხის და ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და თირკმელებს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ბეჟი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ტოპაზი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.