3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილ და-ძმას – სოფო და გიორგი ყარალაშვილებს დღეს დაკრძალავენ.
„დღეს ვემშვიდობებით ჩვენს რჩეულ და ღიმილიან ბავშვებს, სოფოს და გიორგის… რა მძიმე და აუტანელია ეს ყველაფერი… ღმერთო რატომ?!“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა“.
სოფოს და გიორგის მშობლიურ მხარეში – სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში დაკრძალავენ.
ცნობისათვის, და-ძმა, სოფო და გიორგი ყარალაშვილები, მეგობართან – დავით ბერიაშვილთან ერთად სტიქიის დროს შოვში იმყოფებოდნენ.
ძებნა-შველის ოპერაციის დროს მაშველებმა სამივე მეგობრის ცხედარს მიაკვლიეს.