Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
158

სამინისტროების პირველი პირები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს ადმინისტრაციაში შეიკრიბებიან – გახარიამ მთავრობის რიგგარეშე  სხდომა დანიშნა.

როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრის მთავარი თემა 2020 წლის ბიუჯეტია და გიორგი გახარიაც გუნდის წევრებთან ერთად, სწორედ ბიუჯეტის მოცულობაზე, სამინისტროებს შორის გადანაწილებასა და სხვა დეტალებზე იმსჯელებს.

რაც შეეხება ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯებს ან მის განაწილებას უწყებებს შორის, ამაზე წინასწარ კომენტარები არ გაკეთებულა. [related_news id=”249850″ align=”left”]

რეგლამენტის გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე ბიუჯეტს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტს მთავრობას შენიშვნებით დაუბრუნებს.

კორექტირებული ვარიანტი კი, სავარაუდოდ, დეკემბერში, საშოდგომო სესიის დასრულებამდე დამტკიცდება.

მთავრობის რიგგარეშე სხდომა დღეს ადმინისტრაციაში 12:00 საათზე დაიწყება.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

დღეს გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა დანიშნა – რა საკითხებზე იმსჯელებენ მინისტრები

158
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
158
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული